---
title: "მუხლი 148. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/148"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "148"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 148. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 148 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/148

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება იწყება მისი გაცნობიდან.

2. რიგგარეშე განწესში დანიშვნა აღსრულდება ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.

3. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით წოდებრივი სარგოდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან წოდებრივი სარგოდან დაქვითვის მოქმედების პერიოდში ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ხელახლა დაკისრების შემთხვევაში დგინდება წოდებრივი სარგოდან დასაქვითი თანხის ჯამური ოდენობა. წოდებრივი სარგოდან ყოველთვიურად დასაქვითი თანხა შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში ეს თანხა მომდევნო თვეზე/თვეებზე გადანაწილდება.
თავი XIV
მატერიალური უზრუნველყოფა, სოციალური გარანტიები და სამსახურთან დაკავშირებული საკითხები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/147.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/149.md
