---
title: "მუხლი 15. თავდაცვის ძალების რაოდენობა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/15"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "15"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. თავდაცვის ძალების რაოდენობა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 15 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/15

1. თავდაცვის ძალების ზღვრულ რაოდენობას სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობაში შედიან სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები.

3. საქართველოს პარლამენტს თავდაცვის ძალების რაოდენობა დასამტკიცებლად წარედგინება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად.

4. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს;
ბ) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე;
გ) სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/16.md
