---
title: "მუხლი 150. სამსახურთან დაკავშირებული საკითხები — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/150"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "150"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 150. სამსახურთან დაკავშირებული საკითხები — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 150 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/150

1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს:
ა) სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით;
ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ეძლევა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი, აგრეთვე თავდაცვის ძალებში სამოქალაქო პირისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის მიღების წესი, თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის მიერ სამსახურის გავლის წესი (მათ შორის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაჯილდოვდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი და უწყებრივი მედლით.
საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/149.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/151.md
