---
title: "მუხლი 151. ფორმის ტანსაცმელი — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/151"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "151"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 151. ფორმის ტანსაცმელი — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 151 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/151

1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, კადეტი, ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირი, სამხედრო სასწავლებელში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს ფორმის ტანსაცმელი.

2. სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმელი, ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშანი და მისი ტარების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

3. პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მისთვის სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშნით ტარების უფლების შენარჩუნების საკითხს წყვეტს მინისტრი.

4. სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშნით უკანონოდ ტარება იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
თავი XV
იძულების ღონისძიება და მისი გამოყენება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/150.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/152.md
