---
title: "მუხლი 153. ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/153"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "153"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 153. ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 153 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/153

1. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, საკუთარი თავის ან/და სხვისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ მოსამსახურე არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე.

3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №698 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/152.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/154.md
