---
title: "მუხლი 156. იძულების ღონისძიების გამოყენების შეზღუდვა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/156"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "156"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 156. იძულების ღონისძიების გამოყენების შეზღუდვა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 156 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/156

1. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ მოსამსახურეს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან მოსამსახურის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის, წინააღმდეგობის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალების გამოუყენებლობა შეუძლებელს ხდის მოსამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
თავი XVI
საომარი მდგომარეობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/155.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/157.md
