---
title: "მუხლი 165. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობები საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/165"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "165"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 165. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობები საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 165 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/165

1. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში იურიდიული პირების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, ქვეყნის თავდაცვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ იურიდიული პირების მოსამსახურეები მათი თანხმობის გარეშე, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოსა და რეჟიმზე, რომლებიც შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის.

2. კომენდანტის საათის დროს მოქალაქეებს შეიძლება აეკრძალოთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას ყოფნა, საცხოვრებელი ადგილიდან გარეთ გამოსვლა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის დამრღვევ პირს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო თუ პირს თან დოკუმენტები არ აქვს − მისი ვინაობის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. შეიძლება დაკავებული პირის პირადი გასინჯვა, აგრეთვე მისი ნივთების გასინჯვა.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი XVII
თავდაცვის სფეროში მოხალისეობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/164.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/166.md
