---
title: "მუხლი 174. მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/174"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "174"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 174. მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 174 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/174

1. სამინისტრო/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია მოხალისეს აუნაზღაუროს მის მიერ გაწეული, მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯები, მათ შორის:
ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები;
ბ) მგზავრობის ხარჯები;
გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნისა და ცხოვრების) ხარჯები;
დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების მოხალისეთა ორგანიზაციის წევრისთვის/მოხალისისთვის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოხალისეთა ორგანიზაციას, თუ შესაბამისი ღონისძიება მან დაგეგმა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/173.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/175.md
