---
title: "მუხლი 175. მოხალისეთა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/175"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "175"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 175. მოხალისეთა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 175 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/175

სამინისტრო/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი/მოხალისეთა ორგანიზაცია/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია:
ა) ორგანიზაციის წევრი/მოხალისე მოხალისეობის განხორციელებისას უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად;
ბ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს დროულად, გონივრულ ვადაში, გასაგები ფორმით მიაწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მოქმედი ყველა ფაქტორის შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზაციის წევრი/მოხალისე უზრუნველყოს პერსონალური დამცავი აღჭურვილობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/174.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/176.md
