---
title: "მუხლი 179. სპეციალური წოდებები სამინისტროს სისტემაში — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/179"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "179"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 179. სპეციალური წოდებები სამინისტროს სისტემაში — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 179 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/179

1. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ პირს პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება ან/და იგი სახელმწიფო სპეციალური წოდებით დაინიშნება მხოლოდ სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამხედრო პოლიციაში ან სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში.

2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურისა), ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეუნარჩუნდება აღნიშნული სახელმწიფო სპეციალური წოდება და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება აღარ მიენიჭება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/178.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/180.md
