---
title: "მუხლი 181. სამხედრო წოდების მინიჭება იმ პირისთვის, რომელმაც სამხედრო წოდების მინიჭების სპეციალური პროგრამა ვერ დაასრულა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/181"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "181"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181. სამხედრო წოდების მინიჭება იმ პირისთვის, რომელმაც სამხედრო წოდების მინიჭების სპეციალური პროგრამა ვერ დაასრულა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 181 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/181

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღები სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:
ა) მან სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;
ბ) იგი სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისთვის აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე იყო;
გ) მან სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები ამ კათედრის გაუქმების გამო ვერ ჩააბარა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:
ა) მან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;
ბ) იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისთვის აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე იყო;
გ) მან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები ამ კათედრის გაუქმების გამო ვერ ჩააბარა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/180.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/182.md
