---
title: "მუხლი 184. კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/184"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "184"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 184. კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 184 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/184

1. ამ კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრული ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე სამინისტროს საქმიანობასა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, აგრეთვე ამ კოდექსის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ აღნიშნული ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე მოქმედებს/გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/183.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/185.md
