---
title: "მუხლი 31. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/31"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "31"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 31 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/31

სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად მიიჩნევა:
ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა;
ბ) საბრძოლო მორიგეობის შესრულება;
გ) მეთაურის ბრძანების ან მის მიერ დასახული ამოცანის შესრულება;
დ) სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე ყოფნა დღის განწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში ან სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში;
ე) მივლინებით ყოფნა;
ვ) სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ ყოფნა;
ზ) სამსახურამდე და უკან მგზავრობა;
თ) სამსახურებრივი მიმართვის საფუძველზე სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა;
ი) სამხედრო შეკრების, მათ შორის, საველე სწავლების, გავლა;
კ) ტყვედ ყოფნა (გარდა წინასწარ განზრახვით ტყვედ ჩაბარებისა/დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა;
ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებამდე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე;
მ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა;
ნ) სადღეღამისო განწესი.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/32.md
