---
title: "მუხლი 34. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი საქმიანობა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/34"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "34"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი საქმიანობა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 34 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/34

1. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის) წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია:
ა) სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
ბ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

3. სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად შერჩევაში მონაწილეობის მიღება საჭიროებს სამინისტროს წინასწარ წერილობით თანხმობას.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/35.md
