---
title: "მუხლი 36. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/36"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "36"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 36 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/36

1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ სამხედრო სამსახურისთვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით და სამხედრო სამსახურისთვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებების სისტემით.

2. სამხედრო სამსახურში მისაღები პირისა და სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის სამედიცინო შემოწმებას/ექსპერტიზას ახორციელებს სამხედრო-სამედიცინო კომისია.

3. სამხედრო-სამედიცინო კომისია სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხით.

4. სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხა მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/37.md
