---
title: "მუხლი 37. სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება განსაკუთრებულ პირობებში — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/37"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "37"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება განსაკუთრებულ პირობებში — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 37 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/37

1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდა ან მშვიდობიანობის დროს სპეციალურ დავალებას ასრულებდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა სამმაგი ოდენობით.

2. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ორმაგი ოდენობით.

3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობისთვის მავნე გარემოში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ერთნახევარი ოდენობით.

4. სამხედრო მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებებისთვის, რომელთათვისაც დაწესებულია სამმაგი, ორმაგი და ერთნახევარი ოდენობების წოდებრივი სარგო, იმავე პრინციპით წელთა ნამსახურობა დაუანგარიშდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/38.md
