---
title: "მუხლი 44. სამხედრო სამსახურის ვადა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/44"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "44"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. სამხედრო სამსახურის ვადა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 44 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/44

1. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) რიგითიდან I კლასის რიგითამდე − 1 წელი;
ბ) I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე − 1 წელი;
გ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713);
დ) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 3 წელი;
ე) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 4 წელი;
ვ) უფროსი სერჟანტიდან მასტერ-სერჟანტამდე − 4 წელი;
ზ) მასტერ-სერჟანტიდან მთავარ სერჟანტამდე − 5 წელი;
თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე − 2 წელი;
ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე − 3 წელი;
კ) კაპიტნიდან მაიორამდე − 4 წელი;
ლ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 5 წელი;
მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 6 წელი.

2. ოფიცრის მორიგი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ დგინდება.

3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ მინიმალურ ვადაზე ორჯერ მეტი. ამასთანავე, აღნიშნულ პირს მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ ვადაში ჩაეთვლება აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდი.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/45.md
