---
title: "მუხლი 48. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქცია-მოვალეობები — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/48"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "48"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქცია-მოვალეობები — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 48 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/48

1. თითოეული სამხედრო თანამდებობისა და სამხედრო წოდებისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს როგორც სამხედრო სამსახურში მიღებამდე, ისე სამხედრო სამსახურის გავლის დროს.

3. სამხედრო მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და თანამდებობრივი ინსტრუქცია დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სამხედრო მოსამსახურე თავისი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად შეიძლება მივლინებით იქნეს წარგზავნილი სხვა საჯარო დაწესებულებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/49.md
