---
title: "მუხლი 49. მივლინება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/49"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "49"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. მივლინება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 49 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/49

1. სამხედრო მოსამსახურის მივლინებით წარგზავნა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. სამხედრო მოსამსახურის მივლინების შესახებ ბრძანებით განისაზღვრება მივლინების მიზანი, ადგილი და ვადა, მივლინების პერიოდში სადღეღამისო ნორმა, კვების კმაყოფაზე აყვანის, მგზავრობისა და განთავსების საკითხები.

3. სამხედრო მოსამსახურის მივლინებით საქართველოს ფარგლების გარეთ წარგზავნის შემთხვევაში მივლინებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ფარგლებში წარგზავნის შემთხვევაში − მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. თუ, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურის მივლინებით წარგზავნა ხდება ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოიცეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/50.md
