---
title: "მუხლი 62. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/62"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "62"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 62 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/62

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევას ექვემდებარება 18 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც იმყოფება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი.

2. პირი, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი და არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/63.md
