---
title: "მუხლი 63. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/63"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "63"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 63 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/63

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული:
ა) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის ინიციატორია სამინისტრო;
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით განისაზღვრება:
ბ.ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კონკრეტული ვადები;
ბ.ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობა, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;
ბ.გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები;
ბ.დ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პრიორიტეტები, წესი და პირობები.

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ხდება:
ა) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით;
ბ) ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით.

4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გამოძახება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/64.md
