---
title: "მუხლი 69. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/69"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "69"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 69 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/69

გამწვევი კომისია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ;
ბ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;
გ) სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ;
დ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/70.md
