---
title: "მუხლი 74. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/74"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "74"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 74 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/74

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) მინისტრის გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში;
ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;
გ) სამხედრო მოსამსახურის შვებულება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა;
ე) (ამოღებულია - 24.06.2025, №713);
ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713).

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან და ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ვადაში.

4. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, სანივთე ქონების მიღების უფლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/75.md
