---
title: "მუხლი 77. პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/77"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "77"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 77 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/77

1. პროფესიულ სამხედრო სამსახურში (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − სამხედრო სამსახური) მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის არანაკლებ 18 წლის, იცის სახელმწიფო ენა და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მისაღები პირის მაქსიმალური ასაკი შეიძლება დადგინდეს მინისტრის ნორმატიული აქტით.

3. პირის სამხედრო სამსახურში მიღების წესი და მის მიერ წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. სამხედრო სამსახურში მიღებამდე პირი გადის შერჩევას, რომლის დროსაც მას შეიძლება ჩაუტარდეს ფიზიკური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სპეციალური შემოწმება, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევაში − გასაუბრება. სამხედრო სამსახურში მისაღები პირის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პირი შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გადის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში იგი აგრძელებს სამხედრო სამსახურს კონტრაქტით განსაზღვრული ვადით.

6. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით, ხოლო სამხედრო სასწავლებელში − სამხედრო სასწავლებლის მეთაურის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/78.md
