---
title: "მუხლი 78. სამხედრო სამსახურში მიღების შეზღუდვა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/78"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "78"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. სამხედრო სამსახურში მიღების შეზღუდვა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 78 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/78

სამხედრო სამსახურში არ მიიღება:
ა) პირი, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;
ბ) პირი, რომელმაც ვერ გაიარა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურები;
გ) პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი;
ე) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ვ) პირი, რომელიც დაავადებულია ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ტოქსიკომანიით ან ვერ აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/79.md
