---
title: "მუხლი 79. სამხედრო სამსახურის ვადა და სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/79"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "79"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. სამხედრო სამსახურის ვადა და სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 79 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/79

1. სამხედრო სამსახურის ვადა, რომელიც დაკავშირებულია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლასთან, განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით.

2. სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკია:
ა) რიგითების შემადგენლობისთვის − 45 წელი;
ბ) კაპრალების შემადგენლობისთვის, სერჟანტების შემადგენლობისთვის (გარდა მთავარი სერჟანტისა) − 50 წელი;
გ) მთავარი სერჟანტისთვის − 55 წელი;
დ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 45 წელი;
ე) უფროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის (გარდა პოლკოვნიკისა) − 50 წელი;
ვ) პოლკოვნიკისთვის − 55 წელი;
ზ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 60 წელი.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. სამხედრო მოსამსახურის ზღვრულ ასაკს თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით აგრძელებს მინისტრი. თავდაცვის ძალების მეთაურის ზღვრული ასაკი გრძელდება მინისტრის გადაწყვეტილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/80.md
