---
title: "მუხლი 12. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/12"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/12

1. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის დღიდან.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

3. აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია მისი გამოქვეყნების დღიდან. თუ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც საქპატენტის მიერ რეგისტრირებული იყო, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადატანილ იქნა რეესტრში, მისი დაცვის თარიღად მიიჩნევა აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის დღე.

4. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ან აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია უვადოდ. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის მოქმედება წყდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან საქონლის წარმოშობის ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/13.md
