---
title: "მუხლი 15. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უცხო ქვეყანაში რეგისტრაცია და დაცვა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/15"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უცხო ქვეყანაში რეგისტრაცია და დაცვა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/15

1. ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა უცხო ქვეყანაში რეგისტრაციისთვის შეიძლება წარდგენილ იქნეს უშუალოდ ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ მისი საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ.

2. საქპატენტი უფლებამოსილია განახორციელოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ან/და აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უცხო ქვეყანაში რეგისტრაციისა და დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები.
თავი III
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის
დაცვის ფარგლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/16.md
