---
title: "მუხლი 17. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება და ბათილად ცნობა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/17"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება და ბათილად ცნობა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/17

1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია უქმდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. სასამართლო დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს, თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისას დაირღვა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ან მე-10 მუხლის მოთხოვნები.

3. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია რეესტრში შეიტანება და ბიულეტენში ქვეყნდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/18.md
