---
title: "მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/20"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/20

1. გაერთიანებამ ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებელმა ან/და გადამამუშავებელმა, რომელსაც თავისი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასება სურს, კომპეტენტურ უწყებას/მაკონტროლებელ ორგანოს სათანადო პირობები უნდა შეუქმნას და უნდა უზრუნველყოს მისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის, ადგილის, შენობა-ნაგებობის, მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა.

2. კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ამოწმებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოების ყველა ეტაპს, მისი მიწოდების სრულ ჯაჭვს, საქონლის შენახვის პირობებს, ნედლეულის წარმოშობის ადგილს და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელ ყველა გარემოებას.

3. კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო ახორციელებს მიკვლევადობის ნიშნების გამოყენების სახელმწიფო კონტროლს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/21.md
