---
title: "მუხლი 21. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/21"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/21

1. საქონლის მიკვლევადობისა და გადაადგილების, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო მის მიერ შერჩეული საქონლის ნიმუშის საფუძველზე არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს საქონლის მწარმოებლისა და გადამამუშავებლის სახელმწიფო კონტროლს.

2. რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში საბოლოო საქონლის ნიმუშის საფუძველზე ყოველწლიურად მოწმდება საქონლის მწარმოებელი, ხოლო რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების შემთხვევაში − საქონლის მწარმოებელი ან გადამამუშავებელი, რომელიც თავის საქონელს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართავს/ბაზარზე განათავსებს. თუ ერთი ოპერატორი რამდენიმე მწარმოებლის ან გადამამუშავებლის საქონელს ჩართავს სამოქალაქო ბრუნვაში/განათავსებს ბაზარზე, ხორციელდება საქონლის მწარმოებლების ან გადამამუშავებლების საქონლის შესაბამისი ნიმუშების სახელმწიფო კონტროლი.

3. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის მიკვლევადობასთან, გადაადგილებასა და სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქონლის მწარმოებლის ან გადამამუშავებლის კონტროლი 2 წლის განმავლობაში, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ ხორციელდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/22.md
