---
title: "მუხლი 22. სახელმწიფო კონტროლის გეგმა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/22"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სახელმწიფო კონტროლის გეგმა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/22

1. სახელმწიფო კონტროლის გეგმას ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავებს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელთან დაკავშირებული გაერთიანება ან განმცხადებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს კომპეტენტურ უწყებასთან/მაკონტროლებელ ორგანოსთან.

2. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო კონტროლის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს კომპეტენტურ უწყებას. კომპეტენტური უწყება ვალდებულია აღნიშნული სახელმწიფო კონტროლის გეგმა 3 თვის ვადაში დაამტკიცოს.

3. მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლის გეგმას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში ამტკიცებს კომპეტენტური უწყება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/23.md
