---
title: "მუხლი 24. საბოლოო საქონლის შემოწმება — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/24"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საბოლოო საქონლის შემოწმება — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/24

1. სურსათის ან ალკოჰოლიანი სასმლის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საბოლოო საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება მოიცავს საქონლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გამოსაკვლევად საქონლის ნიმუშის აღებას.

2. არასასურსათო საქონლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება მოიცავს საქონლის ფიზიკური და სხვა ძირითადი მახასიათებლების შემოწმებას.

3. საქონლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გამოსაკვლევად საქონლის ნიმუშის აღებას ახორციელებს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/25.md
