---
title: "მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/4"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/4

1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის საფუძველზე, ხოლო აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა − საქპატენტის მიერ მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებით.

2. საქართველოში უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

3. რეგისტრირებული ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა შეიტანება რეესტრში. რეესტრის მონაცემები საჯაროა.
თავი II
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/5.md
