---
title: "მუხლი 6. საქონლის სპეციფიკაცია — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/6"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საქონლის სპეციფიკაცია — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/6

საქონლის სპეციფიკაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:
ა) სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ქართულ ენასა და იმ ენაზე/ენებზე, რომელიც/რომლებიც ამ საქონლის აღწერისთვის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში გამოიყენებოდა ან გამოიყენება;
ბ) საქონლის (ნედლეულის (არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით) აღწერას, აგრეთვე საქონლის ფიზიკურ, ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ, ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც მის განსაკუთრებულ თვისებებს ან/და რეპუტაციას განაპირობებს;
გ) საქონლის წარმოებისა და გადამუშავების მეთოდების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერას;
დ) ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტში ან/და „ვ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული კავშირის გათვალისწინებით, შესაბამისი გეოგრაფიული არეალის საზღვრებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე საქონლის ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ ინფორმაციას;
ე) საქონლის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალის საზღვრებში წარმოშობის მტკიცებულებას;
ვ) დეტალურ მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი კავშირი:
ვ.ა) საქონლის ხარისხსა ან მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ვ.ბ) საქონლის ხარისხსა, რეპუტაციასა ან სხვა მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ წარმოშობას შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ზ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამდგენი კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერსა და იურიდიულ მისამართს;
თ) საქონლის ეტიკეტირების განსაკუთრებულ წესს (არსებობის შემთხვევაში);
ი) საქონლის შეფუთვის შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) და განმცხადებლის დასაბუთებას საქონლის ხარისხის დაცვის, მისი წარმოშობის ნამდვილობის ან სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად ამ საქონლის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში შეფუთვის საჭიროების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/7.md
