---
title: "მუხლი 10. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/10"
law: "სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 5932169"
adopted: "2023-10-04"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/10

1. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობა − სურსათის შეწირულების სახით გაცემა და გადანაწილება ბენეფიციარისთვის გადაცემით − შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით, ავტორიზაციის შემდეგ.

2. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ექვემდებარება:
ა) სურსათის შეწირულების სახით გამცემი პირი;
ბ) შეწირული სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი.

3. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს და სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზას აწარმოებს სააგენტო.

4. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/11.md
