---
title: "მუხლი 4. სურსათის ნარჩენების მართვის იერარქია — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/4"
law: "სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5932169"
adopted: "2023-10-04"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სურსათის ნარჩენების მართვის იერარქია — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/4

1. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვა ხორციელდება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის ზოგადი პრინციპების თანახმად, ამ კანონითა და მის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სურსათის მიწოდების ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენცია;
ბ) ჭარბი სურსათის შეწირულება, აღდგენა და გადანაწილება სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) ჭარბი სურსათის ცხოველის საკვებად გამოყენება ან სხვა, სასურსათო ან არასასურსათო დანიშნულების პროდუქტად გადამუშავება;
დ) ჭარბი სურსათის რეციკლირება;
ე) ჭარბი სურსათის ენერგიის გამომუშავების მიზნით გამოყენება;
ვ) სურსათის ნარჩენების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განთავსება.
თავი III. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა და მისი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/5.md
