---
title: "მუხლი 5. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/5"
law: "სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 5932169"
adopted: "2023-10-04"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/5

1. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა მოიცავს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენციას, შემცირებასა და მართვას, სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებას.

2. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და სამინისტრო.

3. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების, ჭარბი სურსათის შეწირულებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბებას, აგრეთვე სურსათის შეწირულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სათანადო წამახალისებელი ზომების მიღებას და შესაბამისი პროგრამების დანერგვას, ჭარბი სურსათის გამოყენების, მართვისა და გადანაწილების თაობაზე წინადადებების შემუშავებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/6.md
