---
title: "მუხლი 8. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/8"
law: "სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 5932169"
adopted: "2023-10-04"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/8

1. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად არეგულირებს სურსათის შეწირულებასთან, აღდგენასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ეს წესი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესების მინიმალურ სტანდარტს.

2. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესი ადგენს:
ა) სურსათის უვნებლობის სპეციფიკურ მოთხოვნებს სურსათის გადანაწილებისთვის, რაც მოიცავს სურსათის შეწირულებას, აღდგენას, შენახვასა და გადანაწილებას;
ბ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეების მიერ ჭარბი სურსათის ერთმანეთისთვის გადაცემის წესებსა და პროცედურებს (სავალდებულო ინფორმაციის სია, სურსათის აღრიცხვა, უვნებლობა, ხარისხი და სხვა);
გ) იმ სურსათის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცედურებს, რომელსაც გასული აქვს ვარგისობის მინიმალური ვადა − „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ...-მდე“;
დ) იმ სურსათის ჩამონათვალს, რომლის გამოყენება და გადანაწილება დასაშვებია;
ე) სურსათის ჰიგიენის წესებს;
ვ) სხვა მოთხოვნებს, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს სურსათის უვნებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/9.md
