---
title: "მუხლი 9. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/9"
law: "სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5932169"
adopted: "2023-10-04"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/9

1. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილე ვალდებულია გააუმჯობესოს სურსათის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრაქტიკა, რათა თავიდან აიცილოს სურსათის დანაკარგები, აგრეთვე შეამციროს და აღმოფხვრას სურსათის წარმოების, დისტრიბუციის, მოხმარების, დასაწყობების, რეალიზაციისა და მარკეტინგის პროცესში სურსათის ნარჩენების წარმოშობა.

2. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილე ვალდებულია დაიცვას ამ კანონით გათვალისწინებული სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპები.

3. დაუშვებელია სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ ისეთი სურსათის შეწირულება და გადანაწილება, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილისთვის სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
თავი V. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/10.md
