---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/1"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ქსოვილებისა და უჯრედების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.

2. ეს კანონი ადგენს ადამიანისთვის გამოსაყენებლად განკუთვნილი ცოცხალი ადამიანის ან გარდაცვლილი პირის ქსოვილების ან/და უჯრედების დონაციის, მოპოვების, ტესტირების, დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვის, განაწილებისა და გამოყენების პირობებს.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ქსოვილების ან/და უჯრედების დონაციაზე, მოპოვებასა და ტესტირებაზე, რომლებიც ადამიანისთვის განკუთვნილი, ქსოვილების ან/და უჯრედების შემცველი ან მათგან დამზადებული პროდუქტების საწარმოებლად გამოიყენება.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ჰემოპოეზურ ღეროვან უჯრედებზე, რომლებიც  პერიფერიული სისხლისგან, ჭიპლარის სისხლისა და ძვლის ტვინისგან არის გამოყოფილი/შეგროვებული.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) რეპროდუქციულ ქსოვილებსა და უჯრედებზე;
ბ) ემბრიონისა და ნაყოფის ქსოვილებსა და უჯრედებზე;
გ) სისხლსა და მის კომპონენტებსა და პროდუქტებზე;
დ) ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის გადანერგვაზე;
ე) ავტოლოგიურ ქსოვილებსა და უჯრედებზე, რომლებიც გამოიყენება, როგორც ტრანსპლანტატი, იმავე ქირურგიული პროცედურის ფარგლებში.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/2.md
