---
title: "მუხლი 16. დონორის ინფორმირებული თანხმობა ქსოვილის დონაციაზე — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/16"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. დონორის ინფორმირებული თანხმობა ქსოვილის დონაციაზე — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/16

1. ცოცხალი დონორის ქსოვილის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ ქსოვილის დონაციაზე მისი წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, რომელიც გამოხატავს დონორის თავისუფალ ნებას, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. დონორის მიერ ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადებამდე მას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ქსოვილის მოპოვების, მასთან დაკავშირებული რისკებისა და ტესტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული მისი უფლებების თაობაზე, განსაკუთრებით − უფლებისა, მიიღოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ დამოუკიდებელი რჩევა იმ ექიმისგან, რომელიც ქსოვილის ამოღების ან გამოყენების პროცესში ჩართული არ არის და არ არის რეციპიენტის მკურნალი ექიმი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმირებული თანხმობა ეხება მხოლოდ ზუსტად განსაზღვრულ/კონკრეტულ სამედიცინო ჩარევას/პროცედურას და ქსოვილის სახეობას და შეიძლება არ მოიცავდეს რეციპიენტთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ პირობებს.

4. ცოცხალ დონორს უფლება აქვს, მისი ქსოვილის მოპოვების დაწყებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ქსოვილის დონაციაზე განცხადებულ წერილობით ინფორმირებულ თანხმობაზე.

5. ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადებისა და ქსოვილის დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის ფორმები და შინაარსი განისაზღვრება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით, ხოლო ცოცხალი დონორისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან ინფორმაციის მიღების წესი − ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/17.md
