---
title: "მუხლი 18. ცოცხალი ახალშობილის ჭიპლარის სისხლის შეგროვება და გამოყენება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/18"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ცოცხალი ახალშობილის ჭიპლარის სისხლის შეგროვება და გამოყენება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/18

1. ნებადართულია ცოცხალი ახალშობილის ჭიპლარის სისხლის შეგროვება და ამ სისხლისგან გამოყოფილი ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების შენახვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეგროვებული  (შენახული) უჯრედები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პირისთვის გადასანერგად, მიუხედავად ახალშობილთან ამ პირის ნათესაური კავშირისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჭიპლარის სისხლის შეგროვება და გამოყენება ხდება ახალშობილის დედის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/19.md
