---
title: "მუხლი 24. პასუხისმგებელი პირი (პირები) — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/24"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. პასუხისმგებელი პირი (პირები) — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/24

1. ქსოვილის ბანკს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი (პირები). პასუხისმგებელი პირი (პირები) ვალდებულია (ვალდებული არიან):
ა) უზრუნველყოს (უზრუნველყონ), რომ ქსოვილების მოპოვება/ამოღება, ტესტირება, დამუშავება, შენახვა და განაწილება განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად;
ბ) კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს (მიაწოდონ) ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სათანადო ინფორმაცია;
გ) დანერგოს (დანერგონ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს შესაბამის მომსახურებაზე, ხარისხსა და უსაფრთხოებაზე;
დ) კომპეტენტურ უწყებას წარუდგინოს (წარუდგინონ) წლიური ანგარიში;
ე) უზრუნველყოს (უზრუნველყონ) ქსოვილის ბანკისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

2. ქსოვილის ბანკი ვალდებულია კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს ინფორმაცია პასუხისმგებელი პირის (პირების) ვინაობის შესახებ, ხოლო მისი (მათი) ცვლილების (მათ შორის, დროებითი ცვლილების) შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი პირის (პირების) შესახებ მონაცემები და მისი (მათი) პასუხისმგებელ პირად  (პირებად) დანიშვნის თარიღი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის (პირების) მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ქსოვილის  ბანკის სალიცენზიო პირობებითა და ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/25.md
