---
title: "მუხლი 25. დონორებისა და რეციპიენტების ტესტირება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/25"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. დონორებისა და რეციპიენტების ტესტირება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/25

1. დონორების ტესტირებას ატარებს ქსოვილის ბანკი შესაბამისი უფლების მქონე ლაბორატორიის მეშვეობით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სათანადო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

2. დონორებისა და რეციპიენტების იმუნოგენეტიკური ტესტირება უნდა ჩაატაროს სათანადო უფლების მქონე ლაბორატორიამ, რომელსაც ტრანსპლანტაციისთვის სპეციფიკური კვლევების ჩასატარებლად მინიჭებული აქვს აკრედიტაცია საამისოდ უფლებამოსილი საერთაშორისო აკრედიტორის მიერ.

3. დონორების ტესტირება უნდა ჩატარდეს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, დონორის ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/26.md
