---
title: "მუხლი 26. ქსოვილის მოპოვება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/26"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ქსოვილის მოპოვება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/26

1. ქსოვილი მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ დონორ კლინიკაში/ქსოვილის ბანკში, რომელსაც შესაბამისი უფლება/ლიცენზია აქვს მინიჭებული.

2. ქსოვილი უნდა მოიპოვოს კვალიფიციურმა და სათანადოდ მომზადებულმა დონორმა ჯგუფმა სათანადო დონორი კლინიკის/ქსოვილის ბანკის ხარისხის სისტემისთვის დადგენილი მოთხოვნებისა და ოპერაციული პროტოკოლის შესაბამისად.

3. დონორი ჯგუფის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, აგრეთვე მისი წევრების კვალიფიკაციასა და მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით.

4. თუ გარდაცვლილი დონორისგან ქსოვილი ამოიღო (ამოიღეს) დონორმა ჯგუფმა (დონორმა ჯგუფებმა), რომელიც (რომლებიც) საქმიანობას ორ ან ორზე მეტ დონორ კლინიკაში/ქსოვილის ბანკში ახორციელებს (ახორციელებენ), უნდა არსებობდეს შესაბამისი მიკვლევადობის სისტემა ქსოვილების დონაციის საიდენტიფიკაციო ნომრებსა და ერთი და იმავე გარდაცვლილი დონორის იმ ქსოვილებს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად, რომლებიც განაწილებულ და გამოყენებულ იქნა.

5. ქსოვილის მოპოვების პროცედურები და მოპოვებული ქსოვილის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების/ქსოვილის ბანკის მიერ მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/27.md
