---
title: "მუხლი 32. პერსონალი — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/32"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. პერსონალი — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/32

1. ქსოვილის მოპოვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, პრეზერვაციასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ მოქმედებებში უშუალოდ ჩართული პერსონალი აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად სათანადოდ კვალიფიცირებული უნდა იყოს და გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო სწავლება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

2. ქსოვილის მოპოვების, ამოღების, ტესტირების, დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვის, განაწილებისა და გამოყენების პროცესში ჩართულმა სამედიცინო დაწესებულებამ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა ითანამშრომლონ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად სამეცნიერო და მაღალი პროფესიული სტანდარტების წარმატებული დანერგვის უზრუნველსაყოფად.

3. სათანადო სამედიცინო დაწესებულებამ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები ქსოვილების დონაციის ხელშეწყობის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/33.md
