---
title: "მუხლი 33. ხელშეკრულება ქსოვილის ბანკსა და მესამე მხარეს შორის — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/33"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ხელშეკრულება ქსოვილის ბანკსა და მესამე მხარეს შორის — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/33

1. ქსოვილის ბანკმა მესამე მხარესთან ნებისმიერ დროს უნდა დადოს წერილობითი ხელშეკრულება იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც გავლენას ახდენს ან რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ მესამე მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში დამუშავებული ქსოვილის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით − იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ქსოვილის ბანკი ქსოვილის დამუშავების ერთ-ერთ ეტაპზე ახდენს პასუხისმგებლობის მესამე მხარისთვის დელეგირებას;
ბ) მესამე მხარე ქსოვილის ბანკს აწვდის იმ საქონელსა და მომსახურებას (განაწილების ჩათვლით), რომლებიც გავლენას ახდენს ქსოვილის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე;
გ) ქსოვილის ბანკი მომსახურებას უწევს სხვა ქსოვილის ბანკს;
დ) ქსოვილის ბანკი ანაწილებს მესამე მხარის მიერ დამუშავებულ ქსოვილს.

2. ქსოვილის ბანკმა მესამე მხარე უნდა შეაფასოს და შეარჩიოს მისი კომპეტენციის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, შეუძლია თუ არა მას ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულება.

3. ქსოვილის ბანკმა უნდა შეინახოს მის მიერ მესამე მხარესთან დადებული ყველა ხელშეკრულების ჩამონათვალი და კომპეტენტური უწყების მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა წარუდგინოს.

4. ქსოვილის ბანკსა და მესამე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულება განსაზღვრავს მესამე მხარის პასუხისმგებლობას და მათი თანამშრომლობის დეტალურ პროცედურებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/34.md
