---
title: "მუხლი 34. ქსოვილების იმპორტი ან/და ექსპორტი — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/34"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. ქსოვილების იმპორტი ან/და ექსპორტი — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/34

1. ქსოვილების იმპორტი ან/და ექსპორტი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ქსოვილის ბანკმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ ქსოვილებით მომარაგება გადაუდებელი საჭიროებაა ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ქსოვილების ბანკი არ არსებობს, კომპეტენტურმა უწყებამ ქსოვილების იმპორტის განხორციელების უფლება შეიძლება მიანიჭოს იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელმაც ქსოვილები უნდა გამოიყენოს.

3. ქსოვილების იმპორტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ ქსოვილის ბანკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ქსოვილის ხარისხისა და უსაფრთხოებისთვის, აგრეთვე მიკვლევადობისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების ეკვივალენტურ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური უწყების მიერ მინიჭებული სათანადო უფლება.

4. ქსოვილის ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს კომპეტენტური უწყების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სათანადო ლიცენზიის საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის წესი და სალიცენზიო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

6. ქსოვილების იმპორტის ან/და ექსპორტის სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
თავი VI
ქსოვილების ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროს მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/35.md
