---
title: "მუხლი 39. ინსპექტორის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/39"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. ინსპექტორის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/39

1. ინსპექტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ინსპექტორმა ინსპექტირების ჩატარებისას უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მან ინსპექტირების ჩატარებისას მიღებული ინფორმაცია, განსაკუთრებით − პერსონალური მონაცემები და დონორებისა და რეციპიენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეინახოს, როგორც პროფესიული საიდუმლოება.
თავი VII
პასუხისმგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/40.md
